მართალია ეს წერილი არც ისე ახალია, მაგრამ ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა და მაღიარებია. სიმართლე გითხრათ, ქალბატონი მაიას მიერ მოწოდებულმა თვითშეფასების ცხრილმა უფრო ღრმად ჩამახედა ჩემს პრაქტიკაში , ვიდრე, არც ისე დიდი ხნის წინ, შევსებულმა "თვითშეფასების კითხვარმა", რადგან მხოლოდ იქ მოცემული პასუხები უნდა დამეფიქსირებინა და არ მქონდა შესაძლებლობა რამე ამეხსნა, სწორედ ამიტომ ჩემი პასუხების უმეტესობა არის 1 და 2 პასუხი ანუ, ძირითადად, რაღაცებს ვიყენებ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვხედავ და ამის მხოლოდ ერთი ახსნა მქონდა- მე და ჩემი მოსწავლეები სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ(პირდაპირი მნიშვნელობით). აქ კი ანალიზის ცოტა უფრო მეტი საშუალება მომეცა.
მაშ ასე - დავიწყოთ
1. დიახ კმაყოფილი ვარ ჩემი პროფესიული მომზადებით, რადგან ინსტიტუტიდან დაწყებული მიღებული მაქვს საფუძვლიანი პედაგოგიური განათლება და მთელი 25 წლის განმავლობაში სულ ვსწავლობ და ვცდილობ არ ჩამოვრჩე პედაგოგიკის, განათლების სისტემის სიახლეებს.
2.პროფესიულ განვითარებას ვისურვებდი და ვცდილობ მეთოდური მხრით,რადგან ვთვლი რომ საგნობრივი ცოდნა და განსაკუთრებით,ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური უნარ-ჩვევები საკმაოდ კარგი მაქვს.თუმცა,საგნობრივზეც დავფიქრდებოდი,რადგან არაქართულენოვან ბავშვებთან მუშაობისას შეიძლება ისეთი პრობლემები წარმოიშვას ქართულის სწავლებისას,როგორიც არასდროს წარმოიშვება ქართულ კლასებში.ანუ, ის რაც ბავშვისთვის მშობლიურ ენაში არ იწვევს შეკითხვებს და მისთვის უბრალოდ ბუნებრივია, უცხო ენაში შეიძლება მეტად საინტერესო და პრობლემურიც იყოს. ამიტომ, ასეთი შეკითხვები, როგორც მინიმუმ, მაბნევს, შემდეგ კი ვცდილობ ზედმეტი გრამატიკულ-მეცნიერული წიაღსვლების გარეშე ავუხსნა ესა თუ ის ენობრივი მოვლენა ჩემს სომეხ მოსწავლეებს, მაგრამ მინდა მაშინვე მქონდეს პასუხი.
3. ცოდნის გაღრმავება მინდა შემდეგი მიმართულებებით 1.ეფექტიანი მეთოდები და ხერხები,2.კლასის მართვა ( განსაკუთრებით იმ კლასისა,რომელიც არ, ვერ ლაპარაკობს შენს ენაზე) 3.მოსწავლეთა და საკუთარი საქმიანობის შედეგების შეფასება და ანალიზი, 4.მასწავლებლის საქმიანობის ორგანიზება.- პირველი მნიშვნელოვანია იმდენად,რამდენადაც სულ ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები შემოდის და მინდა ვფლობდე მათ,რათა უკეთ მივაღწიო ჩემს მიზანს, ჩემს კლასში; მეორე-კლასის მართვა ნამდვილად არ მიჭირდა არასდროს და როცა ახლა ეს მიქმნის პრობლემებს, ძალიან დიდი დისკომფორტი მექმნება.პრობლემის მიზეზს შემდეგში ვხედავ-მოსწავლეებს ჯერ კიდევ არ ესმით ჩემი კარგად, მე კი მათი. მათ არ ესმით ჩემი იმიტომ , რომ კარგად ვერ ვასწავლე ქართული, კარგად ვერ ვასწავლე იმიტომ რომ ვერ ვმართე კლასი ისე , როგორც მე მჩვევია.ჩაკეტილი წრე? როგორ გავარღვიო იგი? ჯერ არ ვიცი; მესამე- შეფასება და ანალიზი, როგორც წესი არ მიჭირს, მაგრამ ამ გარემოში, ამ რეალობაში ყველაფერი რთულდება , ანალიზი ცოტა უფრო მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს,რაც, სიმართლე გითხრათ, მიჭირს,მიძნელდება; მეოთხე- ორგანიზებულობა არის ჩემი აქილევსის ქუსლი.უკვე 25 წლის პედაგოგიური გამოცდილება მაქვს , ბევრი წარმატებისთვის მიმიღწევია, როგორც მე პირადად, ასევე ჩემს მოსწავლეებსაც, მაგრამ ჩემი საქმიანობის ორგანიზებას ვერ მივეჩვიე.. და იქნებ , ამ სქემამ დამეხმაროს.
4.რა წარმოადგენს ჩემთვის სირთულეს? ამ საკითხზე ფიქრისას მივედი დასკვნამდე, რომ ყველაფერი რაც აქ წერია ვიცი და ვაკეთებ, მაგრამ იმდენად არასისტემურად, რომ დავფიქრდი,იქნებ, იმიტომაც არ მიყვარს გეგმის წერა , რომ ჩემთვის სირთულეს წარმოადგენს საგაკვეთილო მიზნების ფორმულირება და მიზნის მისაღწევი საქმიანობის მეთოდების შერჩევა და წინასწარ ამ ყოველივეს გაწერა. და ეს ყველაფერი ინტუიციურად გვარდება გაკვეთილზე- მიზანიც, შესაფერისი მეთოდებიც და მიღებული შედეგიც; სირთულეა, და მგონი არც გამიკეთებია, მოსწავლეთა კვლევითი საქმიანობის ორგანიზება გაკვეთილზე. გაკვეთილზე არა, მაგრამ როცა ვაკეთებთ საკონფერენციო მოხსენებებს,ან პრეზენტაციებს არა ერთხელ გამიკეთებია ამის ორგანიზება , მაგრამ გაკვეთილზე? ერთი გაკვეთილის ფარგლებში?; რაც შეეხება მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასებას - ეს საკითხი ჩემში იმდენად გაურკვეველ ემოციებს იწვევს , რომ ძალიან იშვიათად, თითქმის არასდროს არ მივმართავ ამ ხერხს. შეიძლება არ ვიქცევი სწორად, მაგრამ შეფასების მომენტი ჩემთვის, მასწავლებლისთვის არის მტკივნეული და მიჭირს მოსწავლისთვის იგივე დისკომფორტის შექმნა თავისი ან მეგობრის პასუხის შესაფასებლად , მაშინ როცა ნიშანზე და შეფასებაზე პასუხისმგებელი მაინც მე ვარ; სხვა ყველაფერს ამ ჩამონათვალიდან სიამოვნებითაც ვაკეთებ და ვთვლი რომ კარგადაც გამომდის;
5. 4,3,6,1-ინდივიდუალური კონსულტაციები ყველაზე შედეგიან აქტივობად მიმაჩნია პროფესიული განვითარებისათვის, რადგან კონსულტაციას, ბუნებრივია, გადიხარ მასთან ვინც ის საკითხი, რომელიც შენ გაინტერესებს შენზე უკეთ იცის და შენზე უკეთ გამოსდის;ტრენინგებზეც იგივე პრინციპია თითქმის, იმ განსხვავებით რომ სხვადასხვა აზრიდან , ხედვიდან, დამოკიდებულებიდან ამოირჩევ შენთვის ყველაზე მისაღებს; თუ სკოლაში გყავს კოლეგა , რომლისგანაც შეიძლება ისწავლო დიდი ბედნიერებაა და ეს შანსი არ უნდა გაუშვა ხელიდან და, რა თქმა უნდა, თვითგანათლება,ამის გარეშე წინსვლა და წარმატების მიღწევა შეუძლებელია. და კიდევ ერთი ვიცი, ვხვდები, რომ მჭირდება ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა! სწორედ ამ საკითხს ვსწავლობ ახლა და ,იმედია, შევძლებ გავერკვე რაღაცებში, რაც ჩემს პრაქტიკას შეეხება.
6. 5,11,3 ამ სამ მიმართულებას მივანიჭებდი უპირატესობას მე-5 და მე-3 მუდმივად იცვლება და მდიდრდება და ამიტომ ვფიქრობ, რომ 3 წელიწადში ერთხელ უნდა გავეცნო და გავერკვე სიახლეებში საფუძვლიანად, ხოლო რაც შეეხება მე-11ს სასწავლო პროცესის დიაგნოსტირება, მისი ტექნოლოგია და მეთოდები აუცილებლად უნდა ვიცოდე, რადგან მჭირდება უფრო მეტი ორგანიზებულობის შეტანა ჩემს პრაქტიკაში.
ამით დავასრულე ამ სტატიის რეფლექსია, ძალიან მინდა ჩემმა კოლეგებმა, მეგობრებმა, ნაცნობებმა თუ უცნობებმა თავიანთი გამოცდილება გამიზიარონ და რჩევები მომცენ , იქნებ ჩემს შეკითხვებსაც გაეცეს პასუხი.
გადავხედე-ამდენი რამე თუ არ იცი სკოლაში რა გინდა?

Комментариев нет:
Отправить комментарий