пятница, 15 января 2016 г.

სოფიკო ლობჟანიძე - როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები
სიახლეების არქივი24 აგვისტო , 2012
რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა?

კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის სახით. განასხვავებენ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს. ფუნდამენტურია კვლევა, რომელიც ემსახურება მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობი მექანიზმებისა და ტექნოლოგიების ახსნით, გამოყენებითი კვლევის ძირითად მიზანს კი თეორიების, მექანიზმების, ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება წარმოადგენს.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. ეს არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, რომელსაც ატარებენ მკვლევარ-მასწავლებლები სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით. PK
მკვლევარია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა, ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა.
მაშასადამე, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახავად კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლადაც.
პედაგოგებს ხშირად ებადებათ კითხვა: როგორ ვისწავლოთ კვლევა?
კვლევაში გამოცდილი პედაგოგები მიიჩნევენ, რომ კვლევის სწავლის საუკეთესო გზა თავად კვლევის პროცესია.

რა თავისებურებები აქვს პედაგოგიურ კვლევებს?

გამოყენებით პედაგოგიკას, როგორც სწავლების პროცესზე ორიენტირებულ მეცნიერებას, ახასიათებს განუმეორებლობა, ამ სიტყვის პირდაპირი და არა გადატანითი მნიშვნელობით.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შემთხვევაში მკვლევარს შეუძლია გაიმეოროს თავის მიერ მიღებული შედეგი განმეორებითი ცდის საფუძველზე და დააზუსტოს და განამტკიცოს მოპოვებული ცოდნა. მისი შედეგების სანდოობისა და ჭეშმარიტების შემოწმება შეუძლია მის ნებისმიერ კოლეგას იმავე ექსპერიმენტის კორექტული გამეორებით, იმავე მეთოდით, იმავე მასალაზე და იმავე პირობებში.
მასწავლებელი-მკვლევარი ასეთ შესაძლებლობას, სამწუხაროდ, მოკლებულია, ვინაიდან "განმეორებითი ექსპერიმენტის” ჩატარება მას უკვე სხვა "მასალაზე”, ანუ სხვა ინდივიდებზე/მოსწავლეებზე უწევს და, შესაბამისად, შედეგსაც განსხვავებულს იღებს. ამასთანავე ამ "განმეორებითი ექსპერიმენტის” პირობებიც სხვაა და ის სიტუაციაც, რომელშიც პედაგოგ-მკვლევარს უწევს მუშაობა. მით უმეტეს, რომ ხშირად ამ ფაქტორების ცვალებადობა ექსტრაპედაგოგიური ხასიათისაა, დამოკიდებულია სოციალურ ან იდეოლოგიურ გარემოებებზე, ისტორიულ კატაკლიზმებზე და ა.შ. სწორედ ამიტომაა, რომ პედაგოგიკაში არასოდეს შედგება წმინდა "განმეორებითი ექსპერიმენტი”.

ზემოხსენებული მიზეზების გათვალისწინებით, გამოყენებითი პედაგოგიკა იძულებულია, დაუშვას გარკვეული "უზუსტობის ინდექსი”. იმისთვის, რომ მოვახდინოთ ამ სავარაუდო უზუსტობათა კორექტირება ან კომპენსირება და მივიღოთ სიზუსტესთან მაქსიმალურად მიახლოებული, ობიექტური დასკვნები, საჭიროა, გაიზარდოს კვლევათა რიცხვი და ინტენსივობა. იმ სავარაუდო უზუსტობათა კორექტირება, რომლებიც მოსალოდნელია და იქნება კიდეც ზემოხსენებული ტიპის კვლევების დროს, პედაგოგიკაში მათემატიკური, კერძოდ, სტატისტიკური (resp. რაოდენობრივი) მეთოდების გამოყენებით ხდება.


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ეტაპები
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა შეგვიძლია შემდეგ ფაზებად დავყოთ:
1. კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
2. კვლევის პროცესის დოკუმენტირება – კვლევის დღიურის წარმოება;
3. საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი;
4. კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა (სხვა კოლეგებისთვის გაცნობა ან მეთოდის მოსინჯვა მცირე შერჩევაზე - საპილოტე კვლევა);
5. მონაცემთა შეგროვება;
6. მონაცემთა ანალიზი, რომელიც კვლევის ყველაზე საინტერესო და ამავე დროს ყველაზე რთული საფეხურია;
7. მოქმედების სტრატეგიის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა, რაც აუცილებლად ყველა პრობლემის გადაჭრას კი არ ნიშნავს, არამედ ძიებას, გამოცდილების შეძენას, რაღაცის გაუმჯობესებას და კვლევის პროცესის ახალ ფაზაში გადასვლას;
8. მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია, რაც შეიძლება განხორციელდეს კვლევის ანგარიშის შექმნით და კათედრის სხდომასა თუ სემინარზე მისი განხილვით, კონფერენციაზე წარდგენით, პუბლიკაციით და ა.შ.

განვიხილოთ თითოეული ფაზა ცალ-ცალკე.

კვლევის ამოსავალი პუნქტის/საკვლევი თემის განსაზღვრა – კვლევის პროცესის პირველი ნაბიჯი
კვლევის პროცესის პირველი ნაბიჯი გულისხმობს კვლევის იმ ამოსავალი პუნქტის პოვნასა და ფორმულირებას, რომელიც იქნება არჩეული კვლევის საფუძველი და მიზანი.
„ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან რომელი საკითხია პრიორიტეტული, რომლის კვლევა უნდა დავიწყო?"; „ჩემი ძალები და შესაძლებლობები გაწვდება ამ საკითხების კვლევას?"; „მაქვს წარმატების შანსი?" და ა.შ. - ეს ის კითხვებია, რომლებიც მკვლევარ-მასწავლებლებს ებადებათ კვლევის დაწყების წინ.
რამ შეიძლება მოგვცეს ბიძგი კვლევის ამოსავალი პუნქტის აღმოსაჩენად?
. საკუთარმა დაკვირვებამ და გამოცდილებამ გაკვეთილზე და სხვა სასკოლო აქტივობებში, როგორიც არის, მაგალითად, რთული ან გაურკვეველი სიტუაცია.
. უკუკავშირისა და შეფასების შედეგებმა, რაც შეიძლება იქცეს იმპულსად შემდგომი კვლევისა და განვითარებისთვის. მაგ., პედაგოგმა შეაჯამა კლასში სემესტრის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგები და აღმოაჩინა, რომ პირველი ტესტირების შედეგები კარგი იყო, შემდეგ კი ისინი მკვეთრად დაეცა. ეს უკუკავშირის შედეგები იქცა მასწავლებლისთვის კვლევის მიზეზად.
. სკოლის განვითარების პროგრამებში, პროექტებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში მონაწილეობამ.
. ცნობისმოყვარეობამ და "თეორიულმა ინტერესებმა”. სულაც არ არის საჭირო,ახალი იდეები საკუთარი გამოცდილებიდან მოდიოდეს. ის შეიძლება მოვიპოვოთ კოლეგების დაკვირვებებიდან, საკითხავი მასალიდან და ა.შ. მაგ., რას აკეთებს ჩემი ერთი კოლეგა, ან რა აღმოაჩინა ერთმა მკვლევარმა, ე. ი. ინტერესი, უკეთ გაიგო და შენს საქმიანობაში დანერგო სხვათა იდეები, მნიშვნელოვანი სტიმულია კვლევის დასაწყებად.
როგორ გადავამოწმოთ, სწორად შევარჩიეთ თუ არა კვლევის ამოსავალი პუნქტი?
ამის გადამოწმება შეგვიძლია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
მოქმედების არეალი:
- ჩემ მიერ არჩეული კვლევის ამოსავალი პუნქტი ჩემი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან მომდინარეობს?
- მაქვს მე ამის განსახორციელებლად მოქმედების არეალი და შესაძლებლობები? მეტისმეტად ხომ არ ვარ დამოკიდებული სხვა პირებსა და ინსტანციებზე?
- კოლეგები მზად არიან ჩემთან თანამშრომლობისთვის?
- უკვე დროა, დავიწყო კვლევა თუ ჯერ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო?

მნიშვნელოვნება:
- რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიტუაცია ჩემი პროფესიული ზრდისთვის, ჩემი სკოლისა და მოსწავლეებისთვის?
- აქვს მას საჭირო აღმზრდელობითი ღირებულება?
- მზად ვარ, გარკვეული ენერგია და დრო დავახარჯო ამ სიტუაციას?
- მაქვს ამ სიტუაციასთან მიმართებით შეცვლის, გაუმჯობესების, განვითარების გარკვეული სურვილი?

დაძლევადობა:
- ნუ აირჩევთ პირველსავე ჯერზე თქვენთვის დიდ და რთულად საკვლევ საკითხებს. თუ ყოყმანობთ, შეჩერდით უფრო კონკრეტულ, შემოსაზღვრულ გეგმებზე.

. შესაბამისობა:
- შეესაბამება თუ არა ჩემ მიერ კვლევითი სამუშაოსთვის შერჩეული საკითხები ჩემს დანარჩენ პროფესიულ საქმიანობას?
- შეესაბამება თუ არა ისინი ჩემი სკოლის განვითარების პრიორიტეტებს?
- მიესადაგება თუ არა ჩემი კვლევა ჩემი გაკვეთილის მიზნებს?
- შესაძლებელია თუ არა, კვლევითი აქტივობები პირდაპირ საგაკვეთილო პროცესში ჩავრთო (მაგ., ინტერვიუები, ჯგუფური საუბრები, ანკეტირება და ა.შ.)?

საკვლევად უნდა ამოვირჩიოთ ის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს.

კვლევის დღიური - კვლევის პროცესის მეგზური
პედაგოგიური კვლევის პროცესში მასწავლებლები აწარმოებენ ე.წ. კვლევის დღიურს, რომელშიც შეაქვთ სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული დაკვირვების შედეგები, საკუთარი იდეები, გეგმები, ინტერვიუები, მონაცემთა ანალიზის შედეგები და სხვ.
კვლევის დღიური მკვლევარ-მასწავლებლის უმნიშვნელოვანესი იარაღია. იგი კვლევის პროცესის თანამგზავრია, რადგან მასში აღნუსხულია პროცესის ყველა ფაზა.
კვლევის დღიური ეხმარება მასწავლებელს კვლევის პროცესის კორექტირებასა და დასკვნების გამოტანაში, იმაში, რომ გაიგოს, სწორ გზას ადგას თუ ჩიხში ექცევა.
სასურველია, საკუთარი კვლევის დღიურის ჩანაწერები მასწავლებელმა დროდადრო გადაიკითხოს შუალედური ანალიზისთვის და ხელახლა გაიაზროს თავისი თეორიული და მეთოდური ჩანიშვნები და გეგმები.
თეორიული ჩანიშვნები აზრად მოსული მრავალმხრივი იდეების დღიურში აღნუსხვა და დავიწყებისგან მათი ხსნაა. გარდა ამისა, ეს არის მონაცემთა ანალიზის დროს წარმოშობილ ახალ იდეათა აღნუსხვაც.
მეთოდური ჩანიშვნები მკვლევარის თვითდაკვირვების დოკუმენტირებას ახდენს.
მაგ., რა პირობებში დავნერგე მე განსაზღვრული სტრატეგია? რა გამოცდილება შემძინა ამ სტრატეგიამ? რა ეთიკურ დილემას წავაწყდი კვლევის პროცესში? - და ა.შ.
კვლევის დღიურში მასწავლებელი ინიშნავს იმ გეგმებს, მიზნებს, იდეათა მოზღვავებულ ნაკადს, რომლებითაც სურს ისარგებლოს თავის პედაგოგიურ პრაქტიკაში და რომელთა განხორციელებაც სურს დროთა განმავლობაში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არის საჭირო ისეთი გეგმების დახვავება, რომელთა განხორციელება არარეალურია. დაუძლეველი გეგმები პედაგოგებში გულაცრუებას გამოიწვევს. თუმცა ყველა განუხორციელებელ იდეას ნაადრევად ნუ გამოვუტანთ ვერდიქტს ,,განუხორციელებულია", რადგან იმან, რაც დღეს განუხორციელებელი გვეჩვენება, ხვალ შესაძლოა ხორცი შეისხას.
მასწავლებლის მიერ სწორად წარმოებულ დღიურში მარტო კონკრეტული სიტუაციები კი არ არის გააზრებული, არამედ დროის საკმაოდ ხანგრძლივი მონაკვეთის გეგმა _ "წერილობითი ნაფიქრალი”. კვლევის დღიურმა დიდი როლი შეიძლება შეასრულოს საქმის ვითარების დაწვრილებით შესწავლაში, განსაკუთრებით - გაურკვეველ, პრობლემურ სიტუაციებთან შეჯახებისას.

კვლევის მეთოდის შერჩევა და მონაცემთა შეგროვება
მონაცემთა შეგროვება კვლევის პროცესის ერთ-ერთი საკვანძო და საპასუხისმგებლო ფაზაა. მის სწორად და კვალიფიციურად წარმართვაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული კვლევის საბოლოო შედეგები. კვლევის შედეგების სანდოობა კი უშუალოდ არის დამოკიდებული მონაცემთა შეგროვების მეთოდის სწორად შერჩევაზე. კვლევის პროცესის სწორად წარმართვისა და სასურველი შედეგის მიღწევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას კვლევის მეთოდის სწორად შერჩევა წარმოადგენს.
რა არის კვლევის მეთოდი?
კვლევის პროცესში გამოყენებულ გზებს, რომლებსაც ობიექტური დასკვნებისაკენ მივყავართ, Kკვლევის მეთოდები ეწოდება.
კვლევის მეთოდებს ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ: თვისობრივ (დაკვირვება, დიალოგი, სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუსჯგუფები და ა.შ.) და რაოდენობრივ (მაგ., მასობრივი ზეპირი თუ წერილობითი გამოკითხვა – ანკეტირება) მეთოდებად. თვისობრიობა - ეს არის დამახასიათებელი ნიშან-თვისება, რომელიც გვიჩვენებს, რას წარმოადგენს ესა თუ ის საგანი. რაოდენობა - ეს არის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც რაოდენობით იზომება. აქედან გამომდინარე, კვლევის თვისობრივი მეთოდები მიზნად ისახავს საკვლევი საგნის სიღრმისეულ შესწავლას, ხოლო რაოდენობრივი მეთოდები ადგენს შესასწავლი საგნის რაოდენობრივი გავრცელების სურათს.
მკვლევარმა-მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კვლევის პროცესში რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების ერთობლივი გამოყენება კვლევის სანდოობას და მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მონაცემთა ანალიზი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ, ამასთანავე, ყველაზე რთული ეტაპია. თუ კვლევის სერიოზულ, ღრმა ანალიზზე ვსაუბრობთ, მას მარტო მასწავლებელი ვერ გაართმევს თავს; ანალიზში ჩართულნი უნდა იყვნენ, სულ მცირე, სოციოლოგი და ფსიქოლოგიც; მაგრამ საკუთარი პედაგოგიური კვლევების მარტივი ანალიზი მასწავლებელს დამოუკიდებლადაც შეუძლია განახორციელოს.
კვლევის ანალიზის შედეგები მკვლევარ-მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, გადავიდეს კვლევის პროცესის მომდეცნო ეტაპზე, რაც გულისხმობს კვლევის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ახალი სტრატეგიების შემუშავებას და დანერგვას არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
კვლევის პროცესის უკანასკნელი ეტაპი კვლევის საბოლოო გაფორმება და პრეზენტაციაა, რომლის შესახებაც მომდევნო წერილებში გვექნება საუბარი.

მაია ინასარიძე- როგორ დავწეროთ სასწავლო-მეთოდური სტატია

საგანმანათლებლო რესურსები
 
თქვენ იმყოფებით:  კედლის გაზეთისაგანმანათლებლო რესურსები
მაია ინასარიძე- როგორ დავწეროთ სასწავლო-მეთოდური სტატია
თარიღი: 21 დეკემბერი 2015
ავტორი: მაია ინასარიძე
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის" მიხედვით (დადგენილება № 75, მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ), მასწავლებელს კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა. ამ ჩამონათვალში მოიაზრება სასწავლო-მეთოდური სტატიაც.

მასწავლებლის მიერ შექმნილი სასწავლო-მეთოდური სტატია მიზნად უნდა ისახავდეს საკუთარი გამოცდილების, საინტერესო მიგნებების, პრაქტიკის კვლევის შედეგებისა და დასკვნების, თეორიული მასალის პრაქტიკაში გადატანის წარმატებული (ან თუნდაც წარუმატებელი) ცდების ანალიზის გაცნობას როგორც განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის, ისე განათლების საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სტატიების ფოკუსი იყოს მოსწავლე. სტატიამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა უპასუხოს შეკითხვას: რა ეფექტი აქვს ყოველივე იმას, რასაც აუდიტორიას ვთავაზობთ, უშუალოდ მოსწავლეებისათვის, რამდენად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას?
ზოგადად, სტატიის შექმნისათვის არსებობს ზოგადი რეკომენდაციები: 
1.სტატიის წერის პირველი ნაბიჯი არის თემის შერჩევა. თემის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ერთი სტატია სასურველია ეხებოდეს ერთ თემას. უპირველეს ყოვლისა, ეს თემა საინტერესო და აქტუალური უნდა იყოს თავად თქვენთვის, შემდეგ კი სამიზნე აუდიტორიისათვის, ანუ განათლების საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისათვის (პირველ რიგში, მასწავლებლებისათვის), იმათთვის, ვინც შემდგომში, სურვილის შემთხვევაში, შეძლებს მის გამოყენებას / გათვალისწინებას.
2.მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის სტატიის ფორმატი. არსებობს ფორმატის სხვადასხვა სახე. მაგალითად:
·„პრობლემა + გადაჭრის გზა" - გამოკვეთეთ პრობლემა, რომელიც აქტუალურია თქვენი სამიზნე აუდიტორიისათვის და განიხილეთ ის სტატიაში (მაგალითად, „მოსწავლეთა ჩართულობის შენარჩუნება მთელი გაკვეთილის განმავლობაში ბევრი მასწავლებლისათვის პრობლემაა"; „რას ნიშნავს კარგი რეფლექსია - დღეს განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა მასწავლებლისათვის" და ა.შ.). მთავარი არის ის პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება მკითხველს ამ პრობლემიი გადაჭრაში. აღწერეთ დეტალურად პრობლემის გადაჭრის თქვენ მიერ შეთავაზებული გზა. ასეთ შემთხვევაში მკითხველი მაშინვე მიხვდება, რომ თქვენ ხართ კარგი პრაქტიკოსი, რომელიც ექრდნობა თეორიას და არა თეორეტიკოსი, რომელმაც თეორიულად იცის, რა არის კარგი, რა - ცუდი, მაგრამ პრაქტიკაში ის არ მოუსინჯავს.
·მეორე ფორმატს პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „მეთოდი, ორიენტირებული..." - ეს არის დეტალური აღწერა მეთოდისა, რომელიც ან უცნობია თქვენი სამიზნე აუდიტრიისათვის ან თქვენი გამოცდილება გიჩვენებთ, რომ მას არასწორად იყენებენ. სასურველია, აღწერასთან ერთად მიუთითოთ, რა დადებითი ეფექტი და რისკფაქტორები ახლავს ამ მეთოდის გამოყენებას. ასეთი დეტალური აღწერა მკითხველს დაარწმუნებს იმაში, რომ თქვენ თავად გამოგიყენებიათ ეს მეთოდი.
·მესამე ფორმატს პირობითად შეგვიძლია დავარქვათ „გვეკითხებიან - ვუპასუხებთ". ამ შემთხვევაში კარგია, თუ აღწერთ სიტუაციას, როცა თქვენთვის არაერთხელ გაუზიარებიათ კოლეგებს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები და უკითხავთ რჩევა, როგორ გადაჭრან ის. შეეცადეთ განაზოგადოთ ეს პრობლემა და მისცეთ მას კითხვა-პასუხის სახე. მაგალითად, „ხშირად გვესმის მასწავლებლებისაგან: არის კი შესაძლებელი დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება კლასში, სადაც 35 მოსწავლეა? რა თქმა უნდა, შეიძლება, თუ..." და თქვენ აწვდით მათ პასუხს, რომელიც ეფუძნება დიფერენცირებული მიდგომის შესახებ არსებულ თეორიებს / კვლევებს და აჩვენებთ ამის თუნდაც ერთ პრაქტიკულ მაგალითს.
·შემდეგი ფორმატი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „პრაქტიკული რეკომენდაციები", პირდაპირ იწყება ერთი ან რამდენიმე რეკომენდაციის დეტალური აღწერით. თქვენ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უხსნით მკითხველს რა გააკეთოს, როგორ და რა მიზნით. სასურველია, თუ მოდიფიცირებულ ვარიანტებსაც შესთავაზებთ. მაგალითად, „იმისათვის, რომ ტექსტის გააზრებული კითხვა უზრუნველვყოთ, გირჩევთ დაიცვათ შემდეგი თანამიმდევრობა..."
გახსოვდეთ, რომ მასწავლებლები თქვენი სტატიიდან ელიან საკუთარი პრობლემების გადაჭრისათვის რეალურ რჩევებს, ამიტომ ამ რჩევების პრაქტიკულობა (ცხადია, თეორიებზე დაფუძნებული) განსაკუთრებით დააინტერესებს მათ.
3.შემდეგი ნაბიჯი, ასევე მნიშვნელოვანი, არის სათაურის შერჩევა. გახსოვდეთ, არ არის საჭირო არც ზედმეტი ორიგინალურობა და არც ბანალურობა. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
·სათაურმა უნდა უნდა მიიპყროს თქვენი პოტენციური მკითხველის ყურადღება, მიანიშნოს, რომ ეს შეიძლება მისთვის საინტერესო იყოს.
·შეეცადეთ მოაქციოთ სათაურში ისეთი საკვანძო სიტყვა ან მოკლე ფრაზა, რომელიც აღუძრავს მკითხველს ცნობისმოყვარეობას, მაგრამ ამასათანავე მიანიშნებს თქვენი სტატიის თემაზე.
·სათაური თვალის ერთი შევლებით უნდა აღიქვას მკითხველმა. ის არ უნდა იყოს ძალიან გრძელი.
·გამოიყენეთ სათაურში სიტყვა / სიტყვები, რომელიც / რომლებიც თქვენი აუდიტორიისათვის ნაცნობია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება სათაურში უცნობი ტერმინის „ჩაგდებაც".
·არ არის რეკომენდებული სათაურში ზედმეტი ემოციის ჩადება ძახილისა თუ კითხვის ნიშნებით. ამან შეიძლება მკითხველს გაუჩინოს განცდა, რომ ავტორი ზედმეტად მენტორულია.
·სასურველია გამოიყენოთ სტატიის სათაურის დასაწყისად ერთი შეხედვით შაბლონური სიტყვები: მაგალითად, „როგორ...", „როცა...", „მოკლედ ... შესახებ", „თუ...". ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის სტატიის სათაური ასეთი სიტყვებით უნდა დავიწყოთ. ეძებეთ საკუთარი სტილი, იფიქრეთ, ნუ მოერიდებით ექსპერიმენტირებას.
4.შემდეგი ნაბიჯია დაგეგმვა. სწორედ ამ გეგმის მიხედვით ააგეთ სტატია. მთავარია „თავში გქონდეთ" სტატიის კონცეფცია. გეგმა ყველასათვის ნაცნობია:
·შესავალი. შესავალმა მკითხველი უნდა მიიყვანოს ძირითად თემასთან. სასურველია, თუ შესავალშივე იქნება განსაზღვრული, რა პრობლემას ეხება სტატია, ვინ შეიძლება დაინტერესდეს (მასწავლებლები, მშობლები, ადმინისტრაცია თუ ყველა ერთად) და რას სთავაზობს მკითხველს. აქ თქვენ უნდა დაარწმუნოთ მკითხველი, რომ დროს ტყუილად არ დაკარგავს, რომ ეს მნიშნელოვანი საკითხია მისთვის.
·ძირითადი ნაწილი. ძირითადი ნაწილი უშუალოდ უნდა იხილავდეს თემას. ძირითად ნაწილი თავისთავად არაეფექტურია, თუ ის ბუნებრივად არ გამომდინარეობს შესავალი ნაწილისგან. აქ უნდა იყოს სწორედ განმარტებული თემის ძირითადი ცნებები ან მოცემული პრაქტიკული რეკომენდაციები, ან ორივე ერთად. შეეცადეთ შეარჩიოთ ყველაზე არსებითი და მთავარი. ნუ გადაიტანთ მკითხველის ყურადღებას მეორეხარისხოვანზე. კარგია, თუ სტატიას გაამდიდრებთ საინტერესო ფაქტებით პირადი გამოცდილებიდან (ცხადია, თემასთან დაკავშირებულით). თუ ახდენთ ვინმეს ციტირებას, სასურველია, იქვე გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულებაც ან მიაწოდოთ ამ სიტყვებში გამოხატული აზრის დამადასტურებელი მაგალითი თქვენი პრაქტიკიდან. ძირითად ნაწილში პასუხი უნდა გაეცეს შესავალში დასმულ პრობლემას / საკითხს. გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდებული სტატიის ძირითადი ნაწილი აღემატებოდეს 3 გვერდს. გახსოვდეთ, თქვენი ტექსტში უნდა იგრძნობოდეს მკითხველისადმი კეთილგანწყობა, მხარდაჭერა და არა „ზემოდან დამოძღვრა". ამისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ენას, თავისუფალს გაუგებარი ტერმინებისაგან, მარტივსა და გასაგებს.

·დასკვნა. დასკვნაში თქვენ ერთგვარად აჯამებთ სტატიაში მიმოხილულ საკითხს და აქცენტს აკეთებთ იმაზე, რატომ მიიჩნიეთ, რომ ეს საკითხი აქტუალური შეიძლება იყოს და თქვენ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები - სასარგებლო. დაუშვებელია დასკვნით ნაწილში ახალი არგუმენტის ან ფაქტის წარდგენა.
2.ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ეს არის გამოყენებული წყაროების მითითება. შეამოწმეთ თქვენი სტატია პლაგიატზე. ამის გაკეთება შეგიძლიათ არაერთი საიტისა და პროგრამის საშუალებით. მაგალითად, Plagiarism Checker-ით.
3.დაბოლოს - ტექსტის ფორმატირება. იმისათვის, რომ თქვენი სტატიის შინაარსი ადვილად აღსაქმელი იყოს, მნიშვნელოვანია მისი სწორად გაფორმება, ანუ ფორმატირება, რომელიც „კარნახობს" მკითხველს, რას მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება, ეხმარება მას წაკითხულის უკეთ გაგებასა და გააზრებაში. არსებობს ფორმატირების სხვადასხვა ხერხი. კერძოდ:
  • ქვეთემების / ქვეთავების გამოყოფა.
  • დანომვრა ან ე.წ. „ბულიტების" გამოყენება.
  • საკვანძო სიტყვებისა თუ ფრაზების გამოყოფა (ე.წ. „ბოლდი").
  • სურათების, ფოტოების, ცხრილებისა და დიაგრამების გამოყენება.

თუმცა ფორმატირებაშიც ზომიერების დაცვაა საჭირო. ფორმატირების ელემენტების გადამეტებულმა გამოყენებამ შეიძლება დააზარალოს ტექსტის შინაარსი.
მთავარი და არსებითი: გახსოვდეთ, სასწავლო-მეთოდური სტატიის ხარისხი უპირველესად განისაზღვრება იმით, რამდენად გამოადგებათ მასწავლებლებს თქვენ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები იმისათვის, რომ გააუმჯობესონ საკუთარი სწავლებისა და მოსწავლეების სწავლის პროცესი.
ცხადია, ზემოთ მოცემულ რეკომენდაციებს არ აქვთ უნივერსალურობის პრეტენზია. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა გამოცემას შეიძლება განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდეს, ამიტომ სტატიის ავტორი წინასწარ უნდა იცნობდეს ამ მოთხოვნებს.

გამოყენებული ლიტერატურა:
ლია კაჭარავა, ხათუნა მარწყვიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი, აკადემიური წერა დამწყებთათვის, თბილისი, 2007.
http://www.rogor.ge/article_1103_rogor-davwerot-kargi-statia.html
http://www.psychologos.ru/articles/view/kak_napisat_statyu._algoritm

среда, 13 января 2016 г.

პრაქტიკული საკლასო კვლევა თარიღი: 10 იანვარი 2014ავტორი: ლელა ჩახაია

პრაქტიკული საკლასო კვლევათარიღი: 10 იანვარი 2014ავტორი: ლელა ჩახაიაგანათლების სფეროში საერთაშო­რი­სო დონეზე შესაძლებელია სხვა­­დასხვა ქვეყნის განათლების სისტე­­­­­მების, ან სისტემის კონკრეტული მახასიათებლების შედარება. ეროვ­­ნულ დონეზე ხშირად იკვლევენ გა­­ტარებული რეფორმების ეფექტუ­რობას, აფასებენ განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას და ა.შ. ასეთივე კვლევების ჩატარე­ბა შესაძლებელია რეგიონის დონეზეც: შეგვიძლია სხვადასხვა რეგიონის შედარება სხვადასხვა ინდიკატო­რის მიხედვით და ა.შ.
კვლევის ჩატარება შესაძლებელია სკოლის, ან თუნდაც კლასის დონე­­ზეც. ასეთი ტიპის კვლევას პრაქ­ტიკული საკლასო კვლევა ეწოდება და მისი ჩატარება შეუძლია რო­გორც ერთ მასწავლებელს, ასევე რამდენიმეს ერთად. შესაბამისად, ასეთ კვლევას თავად პედაგოგები გეგმავენ და ახორციელებენ.

პრაქტიკული საკლასო კვლევის მიზნები
პრაქტიკული კვლევა კლასში მას­­წავლებლის მიერ გარკვეული მიზნით ინფორმაციის შეგროვებისა და შემ­­დგომი გაანალიზების პროცესია. მის უმთავრეს მიზანს, როგორც წე­­სი, მოსწავლეთა აკადემიური მოს­­წრების ამაღლება, მათი სოცია­ლუ­რი და სხვა უნარების გაუმჯო­ბესება წარმო­ად­გენს. ამ მიზნების მისაღ­წევად მას­­წავლებლებს შეუძ­­ლიათ სხვადასხვა სტრატეგიის დასახვა და სხვადასხვა მეთოდის გამოყენება. როგორც წესი, მათ ხშირად უწევთ სწავლების მრა­­ვალი სტრატეგიიდან ერთ-ერთის ამორ­ჩე­ვა, რომლის წარმატებაც დამოკი­­დებულია არა­­-ერთ ფაქტორზე (მოსწავლეთა რაო­­დენობაზე, საგანზე და ა.შ.) კვლევა სწორედ იმისთვის ტარდება, რომ ახალი სტრატეგია და მეთოდები მოსწავლეთა საჭი­რო­ებებს მოერგოს, გათვალის­წი­ნე­ბული იყოს მათი გამოყენების მოსა­­ლოდნელი რისკები და საფრთხეები. მასწავ­ლებ­-ლებს პრაქტიკული კვლევის საშუ­­ალებით შეუძლიათ დაადგინონ, რა მუშაობს კლასში და რა -არა. პრაქ­­ტიკული კვლევა მათ საშუალებას აძლევს, სწავლების პროცესში საფუძ­­ვლიანი და დასა­­ბუთებული, ინფორ­მაციაზე დაფუძ­ნებული გადაწყ­ვე­ტი­ლებები მიიღონ.
საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება
იმისათვის, რომ კარგად ჩამო­აყა­ლი­ბოთ საკვლევი საკითხი, დაფიქ­რ­დით: რა სახის პრობლემებია ყველაზე მეტად თვალშისაცემი თქვენს კლასში? რისი გაუმჯობე­სე­ბა გინდათ? შეგიძლიათ ჩამოწე­როთ ასეთი პრობლემების/გამოწ­ვე­ვების/სუსტი მხარეების სია და შემდეგ შეარჩიოთ ყველაზე პრიო­რი­ტეტული.
კარგ საკვლევ საკითხს სამი ძირი­­თადი მახასიათებელი უნდა ჰქონ­დეს: 1. საკითხი მნიშვნელოვანი უნდა იყოს თქვენი საგნისათვის და სასწავლო პრაქტიკისათვის; 2. კვლე­­ვის შედეგებმა აუცილებლად უნდა მიგიყვანოთ კონკრეტულ ქმედე­ბამ­დე, უნდა შეცვალოთ ან შეინარ­ჩუ­ნოთ სწავლების არჩეული სტრა­ტე­გია; 3. საკვლევი საკითხი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ კვლე­­ვის განხორციელება შესაძლებელი იყოს დროის, რესურსებისა და ძა­­-ლისხმევის ოპტიმალური გამოყე­ნე­ბის თვალსაზრისით.
საკვლევი საკითხი შეიძლება აღწე­­რი­ლობითი ხასიათის იყოს, მაგა­ლი­თად: "რამდენი მოსწავლე ასრუ­­ლებს მიცემულ დავალებებს რეგუ­­ლარულად, დროულად და ხარის­ხი­ანად?" ზოგიერთი საკვლევი საკითხი შესაძლოა მიზნად ისახავდეს გან­სხვავებულ ფაქტორებს შორის დამოკიდებულებების შესწავლას. მაგალითად, "ის ბავშვები, რომლე­ბიც კლასში აქტიურობენ, იღებენ თუ არა საკონტროლო ნაშრომებსა და ტესტებში პასიურ ბავშვებზე უკეთეს ნიშნებს?" ხშირად მასწავ­ლებლების მიერ ჩატარებული კვლევა პასუხობს შეკითხვას: "რა გავლენას ახდენს X ფაქტორი მოს­­წავლის აკადემიურ მიღწევაზე?" X ფაქტორი შეიძლება იყოს მეცადი­ნეობისთვის გამოყოფილი დრო, მშობლის ჩართულობა სასწავლო პროცესში და ა.შ.
კვლევის გამოყენება, როგორც აღვ­­ნიშნეთ, შესაძლებელია ამა თუ იმ სწავლების სტრატეგიის, ახალი მეთოდის გამოსაცდელად. ამ შემ­­თხვევაში, საკვლევი საკითხი შესა­­ბამისად უნდა ჩამოყალიბდეს. მაგა­­ლითად, თუ თქვენ უცხო ენის მას­­წავლებელი ხართ და ამჩნევთ, რომ ბავშვებმა გრამატიკული წესები კარგად იციან, მაგრამ უცხო ენაზე ზეპირ კომუნიკაციას ვერ ახერხე­ბენ, საკვლევი საკითხი ასე განსაზ­ღვრეთ: "როგორ შემიძლია მოსწავ­ლეებს განვუვითარო უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვე­­­ვები?", "ავითარებს თუ არა დიალო­­გების ზეპირად სწავლა უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს?”
განსჯა, განხილვა
მას შემდეგ, რაც საკვლევი საკითხი ჩამოყალიბებულია, მოაგროვეთ ინფორმაცია საკვლევი საკითხის ირგვლივ. შეგიძლიათ მოიფიქროთ სავარაუდო პასუხი/პასუხები საკვლევ შეკითხვაზე. მაგალითად, თუ თქვენი საკვლევი საკითხია: "ის ბავშვები, რომლებიც კლასში აქტი­­ურობენ, იღებენ თუ არა საკონ­ტ­როლო ნაშრომებსა და ტესტებში პასიურ ბავშვებზე უკეთეს ნიშ­ნებს?", მოიძიეთ პროფესიული ლიტერა­ტუ­რა კლასში აქტიურობასა და ტეს­­-ტებში მიღებულ ქულებს შორის კავშირზე; შეეცადეთ, გაარკვიოთ, ჩატარებულა თუ არა მსგავსი კვლევა საქართველოში; ჰკითხეთ აზრი კოლეგებს და გაიზიარეთ მათი გამოცდილება.
თუ თქვენს საკვლევ ინტერესს სწავლების რომელიმე სტრატეგიის ეფექტურობის შესწავლა წარმო­ად­გენს (მაგალითად, დიალოგების დაზეპირება უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გასა­­ვითარებლად), მოიძიეთ პროფე­სი­ული ლიტერატურა ამ საკითხის ირგვლივ, განიხილეთ ეს საკითხი უცხო ენის სხვა მასწავლებლებთან ერთად. შეგიძლიათ მოიძიოთ, გამოუყენებიათ თუ არა ეს მეთოდი სხვა სკოლებში, სხვა მასწავლებ­ლებს და ა.შ.
კვლევის დაგეგმვა
შეადგინეთ კვლევის გეგმა, სადაც ჩამოაყალიბებთ საკვლევ შეკითხვას და ასევე იმას, თუ როგორ აპირებთ სასურველი მონაცემების შეგროვებას. აუცილებლად დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: რამდენი დრო დასჭირ­დება მონაცემების შეგროვებას? რა ინსტრუმენტებს გამოიყენებთ კვლევის დროს? როგორ შეინახავთ მონა­ცე­მებს?
კვლევის ჩატარების არაერთი გზა არსებობს. მაგალითად, შეგიძლიათ უბრალოდ ჩაიწეროთ თქვენი მოსაზ­­რებები თითოეული გაკვეთილის შემდეგ, შეადგინოთ კითხვარები, ჩაატაროთ საკლასო დაკვირვება, ჩაიწეროთ აუდიო-მასალა და ა.შ. სანამ უშუალოდ მონაცემების მოგ­­როვებაზე გადახვალთ, აუცილებ­ლად კარგად ჩამოაყალიბეთ, რა ტიპის მონაცემები გჭირდებათ, რა სიხში­­-რით უნდა შეაგროვოთ ისინი და ა.შ.
თუ სწავლების ახალი მეთოდის, ან სტრატეგიის ეფექტურობის კვლევა გსურთ, ახალი მასალის ახსნის დროს შეგიძლიათ ერთი მეთოდი ერთ კლას­ში გამოიყენოთ, მეორეში კი ახსნა ძველი მეთოდით განაგრძოთ. ის კლასი, სადაც ახალ მეთოდს იყე­­ნებთ, ექსპერიმენტული კლასი იქნება, ხოლო ის, სადაც ძველი მეთოდით აგრძელებთ მუშაობას, საკონტ­რო­ლო კლასად დარჩება. ახალი მასალის დამუშავების შემდეგ შეადარეთ ერთმანეთს ექსპერიმენტული და საკონტროლო კლასის მოსწავლეთა მიერ მასალის ათვისების დონე და სათანადო დასკვნაც გამოიტენეთ: გაამართლა თუ არა სწავლების ახალმა მეთოდმა? უნდა გახსოვ­დეთ, რომ ექსპერიმენტულ და საკონტ­რო­ლო კლასებში მოსწავლეებს დაახლოებით ერთნაირი აკადემი­ური მოსწრება და მოტივაცია უნდა ჰქონდეთ.
ასევე შეგიძლიათ ახალი მიდგომები სხვადასხვა პერიოდში გამოიკვლი­ოთ. მაგალითად, თუ გინდათ, გამოსცა­დოთ, რამდენად ამართლებს ჯგუ­­ფური მუშაობის პრინციპი ამა თუ იმ საგანში, ეს მიდგომა ერთი თვის განმავლობაში გამოიყენეთ, მომდევ­ნო თვეში კი -არა. შემდეგ შედეგები ერთმანეთს შეადარეთ.
მონაცემების შეგროვება
საკლასო კვლევის დროს მონა­ცე­მები შესაძლოა იყოს რაოდენობ­რი­ვი (მაგ. ტესტებში მიღებული ნიშნე­ბი, გამოკითხვის შედეგები) ან თვი­­სებრივი (მაგ. დიალოგები, ფოკუსჯგუფებსა თუ კლასში ჩატარე­ბუ­ლი განხილვების ჩანაწერები). შეგიძ­ლიათ კვლევა იმ მონაცემებით დაიწყოთ, რომლებიც უკვე გაქვთ: საშინაო დავალებების ნიშნები, ბავშვთა დასწრების მაჩვენებლები, საკლასო წერის ნიშნები და ა.შ. თუ დამატებითი ინფორმაცია გჭირდებათ, ისეთი მონაცემები შეარჩიეთ, რო­­მელთა შეგროვება და გაანალი­ზე­ბაც შედარებით მარტივია. მაგალითად, თუ გინდათ, დაადგინოთ, რა გავ­­ლენას ახდენს ოჯახური პირობები ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე, დაუსვით შეკითხვები მშობლებს. თუ გსურთ კლასში აქტიურობასა და ტესტებში მიღებულ ქულებს შორის კავშირის დადგენა, შეადგინეთ ბავ­­შვებზე დაკვირვების ფორმა, რომლის მიხედვითაც გაარკვევთ, რამდენად აქტიურად ებმებიან ისინი საკლასო განხილვებში (მოსწავლის აქტიური მონაწილეობა შეგიძლიათ გაზომოთ არა მხოლოდ იმით, თუ რა სიხშირით პასუხობს იგი დასმულ შეკითხვებს, ან თავად სვამს მათ, არამედ იმით, თუ რა ტიპის შეკითხვებს სვამს და რამდენად კარგად პასუხობს).
ზოგადად, უნდა შეეცადოთ, სხვა­­-დასხვა ტიპის მონაცემები შეაგ­როვოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ თანმიმდევრული ხართ. ეს საშუ­ალებას მოგცემთ, შედეგი სხვა­დასხვა წყაროდან გადაამოწმოთ, რაც თქვენს კვლევას მეტ სანდო­ობას შესძენს. მაგალითად, თუ გსურთ, გამოიკვლიოთ, რამდენად ეფექტური იყო სწავლების ესა თუ ის მეთოდი, შეგიძლიათ დასკვნა გამოიტანოთ საგამოცდო ნიშნებზე, გაკვეთილის განმავლობაში აქტიუ­რობაზე, დასმულ შეკითხვებზე, მოსწავლეთა ქცევაზე დაკვირვების შედეგად. ასევე საინტერესო ინ­­-ფორმაციას მიიღებთ, თუ მოსწავ­ლეებს სწავლების მეთოდის შეფა­სებას სთხოვთ.
მონაცემების გაანალიზება
მონაცემთა ანალიზის მიზანს საინ­­ტერესო ტენდენციების აღმოჩენა წარმოადგენს, მაგალითად, სწავ­ლების ახალი მეთოდის გამოყე­ნე­ბის შედეგად გაუმჯობესდა თუ არა მოსწავლეების შედეგები? არის თუ არა კავშირი სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობასა და მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას შორის? მონაცემთა ანალიზის შედეგად თქვენ კვლევის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე პასუხი უნდა მიიღოთ.
მოქმედება
მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნები შესაბამისი ზომების მიღებისას გაითვალის­წი­ნეთ. გახსოვდეთ, კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები აუცილებ­ლად უნდა გამოიყენოთ პრაქტიკაში. მაგალითად, თუ სწავლების ახალი მეთოდის გამოყენება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას ზრდის, გა­­ნაგრძეთ ამ მეთოდის გამოყენება და უფრო ფართოდ დანერგეთ იგი. თუ აღმოჩნდა, რომ ესა თუ ის მეთო­­-დი არ ამართლებს და მისი დახმა­რებით ვერ აღწევთ იმ მიზანს, რომელიც დასახული გქონდათ, დაუბრუნდით ძველ მეთოდებს.
განხილვა და გაზიარება
გაუზიარეთ თქვენი დასკვნები კო­­ლეგებს. შეგიძლიათ კვლევის შედე­­გების განხილვა მოაწყოთ საგნობ­რივ კათედრებზე, სხდომებზე, მშობ­­ლებთან და ბავშვებთან. ამ ეტაპზე კარგი იქნება, თუ საკუთარ კვლევას გადახედავთ და ნახავთ, რამ იმუშავა კარგად და რამ - არა. შესაძლოა, კვლევის შედეგებიდან გამომდინა­რე, სხვა, ახალი კვლევის საჭიროებაც გაჩნდეს. კვლევის პროცესი ციკ­ლუ­რია და ყოველი ეტაპის დასრუ­ლების შემდეგ, როგორც წესი, ახალი ეტაპი იწყება.
რაც მთავარია, პრაქტიკული საკ­­ლასო კვლევის ჩატარება ძალიან ადვილია. სინამდვილეში, ამას ბევრი მასწავლებელი ყოველდ­ღი­ურად აკეთებს (მოსწავლეთა აკა­­დემიური მოსწრების შესახებ მო­­ნაცემების შეგროვება და შენახვა, მოსწავლეებზე დაკვირვება, ახალი სასწავლო მეთოდების გამოცდა). როცა ამ მოქმედებებს ორგანიზე­ბული და სტრუქტურირებული სახე აქვს, გაცილებით მეტი სასარგებ­ლო ინფორმაციის მიღება შეიძლება, რომელსაც მასწავლებელი გააანა­ლიზებს და სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.
დაიწყო ახალი 2016 წელი , სულ ორ დღეში დაიწყება მეორე სემესტრი.მასწავლებლებს იმდენი საქმე დაგვატყდა თავს , რომ მგონი 24 საათი დღე-ღამეში აღარ არის საკმარისი.
ვასწავლი არაქართულენოვან სკოლაში ეთნიკური უმცირესობით,სომხებით, დასახლებულ რეგიონში-ქართულს. ვარ სქემის ფასილიტატორი,მყავს ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სახელმწიფო ენის შემსწავლელთა ა1 დონის მასწავლებელთა 2 ჯგუფი, მალე დავიწყებ მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის დაკვეთის შესრულებას, ეს გახლავთ სახელმწიფო ენის შემსწავლელთა მასწავლებელთა ა2 დონის ერთი ჯგუფი, გარდა ამისა ხომ უნდა შევადგინო ჩემი პროფესიული განვითრების გეგმაც და შემდეგ შევასრულო ის.ნამდვილად არ ვიცი რას და როგორ შევასრულებ, ამიტომ გადავწყვიტე ცალკე ბლოგი შევქმნა სადაც ავტვირთავ და საჯაროს გავხდი ჩემს ძიებებს. მივიღებ კოლეგების შენიშვნებს რჩევებს და მითითებეს.
 დღეს როცა გადავხედე ჩემს პროფილში აუცილებელ აქტივობებს იქ სხვებისგან განსხვავებით ეწერა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, ძალიან ბევრი რამის გამოკვლევა მინდა ჩემ პრაქტიკაში, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი ეს, როგორ გავაკეთო. ახლა ვნახე ერთი საინტერესო სტატია 2014 წლის , გადმოვაკოპირებ აქ და შევისწავლი მას,იმედია, დამეხმარება